00:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 16:06:08, 481 ნახვა

საზოგადოება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფაა დაგეგმილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფაა დაგეგმილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხი დღის წესრიგში დგას და დიდი ალბათობით, ასე მოხდება.

„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics