|
2020-12-18 13:55:23, 420 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს
აგრო ბიზნესი ვითიბი ბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი წლების განმავლობაში თანამშრომლობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან და მუდმივად ეხმარება მათ საქმიანობის ზრდასა და განვითარებაში. ერთერთი ასეთი თანამშრომლობის შედეგად ქარელის რაიონ სოფელ ბრეთში, რობერტ და გიგა ედილაშვილებს, ყოველწლიურად 25 ჰექტარზე, მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ვითიბისთან თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყეს და 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გააშენეს ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღი, გამართეს სარწყავი სისტემა, მოაწყეს სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობა. მათ წლის განმავლობაში დასაქმებული ყავთ საშუალოდ 40 ადგილობრივი. რობერტ და გიგა ედილაშვილების ბიზნეს ისტორია ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობისა. მცირე გლეხური მეურნეობიდან დაწყებული საქმიანობა დროთა განმავლობაში მსესხებლის დაუღალავი შრომისა და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად შიდა ქართლის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის აქტუალური საჭიროებების გამოვლენაში და მუდამ მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)