00:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:54:19, 575 ნახვა

საზოგადოება
2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს

2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა  4 მილიონამდე ზარს უპასუხეს, - ამის შესახებ ანგარიშის წარდგენისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე, დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა

„მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად  არხს ,,112“ წარმოადგენს.

მაგალითისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „112“-ის ოპერატორებმა  2 მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში,  ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი. მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ იმატა არამიზნობრივმა  ზარებმაც, ვინაიდან  კოვიდთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა 112-ზე რეკავდა, შესაბამისად,  იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი.

 112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე.  ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო“, - აღნიშნავს გომელაური.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics