2020-12-17 12:31:46, 617 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია.
მისი თქმით, საწოლფონდის მოცულობა 7 272-ს შეადგენს, სადაც 6 422 პაციენტია განთავსებული.
„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია და გვყავს 2 981 ინფიცირებული. რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც დღესდღეობით ქვეყანაში მოქმედებს. გამოჯანმრთელებული არის 2 001 პირი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს 112-ში დაფიქსირებული მიმდინარე შესასრულებელი ზარი იყო მხოლოდ და მხოლოდ 5. საწოლფონდის მოცულობა დღესდღეობით გვაქვს 7 272, სადაც განთავსებული არის 6 422 პაციენტი, 1 330 პაციენტი იმყოფება ჟანგბადზე, 406 არის რეანიმაციულ განყოფილებაში და გვაქვს 835 თავისუფალი ადგილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,