2020-12-17 11:18:55, 1025 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 282 თბილისში, 489 იმერეთში, 228 კი, აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევიდან 1 282 თბილისში, 228 აჭარაში, 489 კი, იმერეთში გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან