09:01 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 11:16:37, 509 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება

დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული.

„დღეს 28 ნოემბრიდან მე-20 დღეა, მას შემდეგ, რაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ინფიცირების შემთხვევები შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს გვაქძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთი ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ.

დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში. ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად თითქმის ახალ რეკორდებს ამყარებს. როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო და საშობა შეზღუდვებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics