07:07 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 11:33:05, 537 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაახლოებით1 240 ლარით განისაზღვრა

2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014-2020 წლებში, კვარტალების მიხედვით.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ

დარგებში:

•             ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);

•             საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6 პროცენტით);

•             პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინაწლისშესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით);

•             მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6

პროცენტით)“, - ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics