08:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 10:17:48, 622 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

მანამდე ჩავლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. როგორც ის წერდა, რომ მისი „რესპუბლიკური პარტიის“ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

„მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით.

1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ”, - წერდა ირაკლი ჩავლეიშვილი „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებტზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილს ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics