08:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 16:00:19, 565 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სასურველია ივანიშვილის რეჟიმი შეეგუოს იმას, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, სასურველია ივანიშვილმა სწრაფად გაიაზროს, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია და საზოგადოება არ შეეგუება არჩევნების გაყალბებასა და ამ  უფლების გაუქმებას.

 „სასურველია, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და მანამ სანამ იურიდიულად გართულდება მერე პარლამენტთან დაკავშირებული პროცესები, მანამდე შეეგუოს იმას, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ აპირებს შეგუებას იმასთან, რომ არჩევნების გაუქმება მოხდეს და წამოვა მოლაპარაკებებზე ვადამდელ, ახალ, ნორმალურ არჩევნებზე, ამისკენ სავალ გზაზე.

ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ და რომც რაღაც მომენტში ივანიშვილის გუნდმა და  რეჟიმმა გადაწყვიტოს, რომ მოლაპარაკებებს არ აგრძელებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მოუწევს დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics