08:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 12:50:09, 578 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დიდი დანაკლისია, თუმცა მისი გადაწყვეტილების მესმის

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დიდი დანაკლისია, თუმცა მისი გადაწყვეტილების მესმის, - ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას.

„ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics