08:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 12:13:48, 516 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არაფერი არ წაუღია

„ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არაფერი არ წაუღია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ზოგისთვის მოულოდნელი იყო, ზოგისთვის კი არა.

„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია  განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა  პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა.  საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.

პარტიიდან მისი წასვლა  ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს,  პოლიტიკაში.

მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერ გოცირიძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics