07:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 11:19:43, 512 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ვწუხვარ, რომ პარტიასა და თავმჯდომარეს შორის ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს.

როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, დეტალებში ჩაღრმავებას არ აპირებს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში.

სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ", - წერს ხატია დეკანოიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics