03:37 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 21:52:34, 765 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი - ივანიშვილის შიკრიკები დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ

„ივანიშვილის შიკრიკები დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში სინამდვილეში ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა "ბუტკაში".

საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების ფონზე, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, იმის ფონზე, რომ თითო დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს" სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები...

ამ ხალხის უმეტესობა არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, როგორებიც ივანიშვილმა შეიყვანა, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics