07:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 14:24:19, 617 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში დასახელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

„ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მან უნდა ისაუბროს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, შედგება კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შემდეგაც უახლოეს დღეებში დასახელდება მთავრობის შემადგენლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics