|
2015-09-28 17:29:19, 426 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციას დაშლის
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კოალიციას დაშლის. ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კოალიციის დაშლა, „დიდი უბედურება“ იქნება. “დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას – გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს შეეცდები იმის გაკეთებას, ვერც იმას მიიღებ და სხვა რამეც შეიძლება გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! და თუ სწორი გამოსავალი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, გადაიდება მაზეგ. საარჩევნო ცვლილებების ვერსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის სწორედ ის, რამაც პროპორციულ არჩევნემდე უნდა მიგვიყვანოს და რასაც პირადად მე მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ 1989 წლიდან, როცა პარლამენტის შენობაში მოსვლა პირველად მომიწია და ველაპარაკებოდი მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარებულიყო არჩევნები. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)