12:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 18:24:16, 701 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ახალ წლამდე განახლდება

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ახალ წლამდე განახლდება.

ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს შემომითვალეს:

ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული.

მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა!

შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!”, - წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics