02:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 10:17:46, 757 ნახვა

საზოგადოება
წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი ორგანიზებით დისტანციურად გაიმართა პროექტის  „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების  მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით''  წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში, პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შესრულებული სამუშაოების შესახებ, პროექტის განმავლობაში მიღწეული საბოლოო შედეგების გაცნობის მიზნით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებებბი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა შესახებ. ასევე, პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, ახმეტა, გარდაბანი) წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა  და მიღწეულ შედეგებზე თავიანთი მუნიციპალიტეტების მაგალითებზე დაყრდნობით.

შეხვედრის დასასრულს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა ერსინ ესენმა, დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მოუწოდა ჩართულ მხარეეებს, რომ გამოიყენონ პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება მათ შემდგომ საქმიანობაში.

პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics