07:05 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 09:18:11, 712 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით ეუთო-მ ინფორმაცია გაავრცელა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეებმა განიხილებს ჩორჩანა-წნელისში არსებული მდგომარეობა, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგულ ადამიანთა საკითხები და კონფლიქტის გამო დაზარალებული ადამიანების საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობა, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში.

ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო.

ამასთანავე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე შეფასდა უსაფრთხოების მდგომარეობა და აღინიშნა, რომ ის შედარებით მშვიდი და სტაბილურია.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრის ჩატარდება ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics