06:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 12:00:36, 495 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არაჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საპარლამენტო მუშაობას ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის ზღვარი გაივლოს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს შედგება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი, 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოო ჯამში გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს იმის შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics