2020-12-10 12:15:20, 1310 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კოვიდის მართვაში არ ყოფილა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდის მართვაში არ ყოფილა დაშვებული საბედისწერო შეცდომა, რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა.
მანვე აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში ხარვეზები ყოველთვის არსებობს.
„ყოველთვის ვამბობ, რომ თუ მუშაობ და ვისაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება, იქ ყოველთვის პროცესში შესაძლოა ხარვეზი გქონდეს. მაგრამ ქვეყანაში ამ კოვიდის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ ყოფილა დაშვებული, რომელიც ვთქვათ ქვეყანას გადაჩეხავდა უფსკრულში. ყველა მიმართულება მუშაობს იმის ფარგლებში, რისი რესურსიც ქვეყანას აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან