04:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 20:13:33, 747 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ვაშლიჯვრის დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა

საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლადრეაბილიტირებული სკვერი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ  დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. მისივე თქმით, სკვერში სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის მოწყობილი.

„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და  ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით, 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გაკეთდა აუზი, ბავშვებისთვის ატრაქციონების ზონა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე; არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც  რეაბილიტირდა. ასევე დამონტაჟდა  ახალი ლედ სანათები. ხედავთ, რომ ირგლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს.  სასიამოვნოა, რომ ეს იქნება სივრცე, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს აქ მცხოვრები მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.

სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics