04:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 14:18:18, 566 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - ალეკო ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამო გახდა

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი თავდასხმის ობიექტი მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გამო გახდა.

ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა ის არ აზუსტებს მსგავსი შეთავაზების შემდეგ შევა თუ არა პარლამენტში.

„ალეკო ელისაშვილი განცხადების შესახებ, რომ გავიგე და მანამდე ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა ის, რომ სიტყვაზე პირველად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ ოპოზიციის შიგნით რა მოსაზრებები გააჩნიათ პარტიებს. ალეკო ელისაშვილი გახდა თავდასხმის ობიექტი დღეს იმის გამო, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა ის, რის გამოც მოხდა 20 ივნისი, ეს იყო სრულიად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. კამათი იყო იმაზე არსებობს თუ არა ერთადერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები, თუ არსებობს ამის საპირწონე მოთხოვნა, რომელიც ძალაუფლების დათმობასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics