08:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 17:38:01, 634 ნახვა

რეგიონი
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. აღნიშნულ პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადმოეცა ჟანგბადის აპარატები, რომელიც გაუნაწილდება მაღალმთიან აჭარას, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული დაინფიცირებული მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მოხდება სოფლის ექიმების კიდევ უფრო მეტი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, ქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიდემიის ეფექტური მართვა და ამ ყველაფერთან ერთად ეკონომიკის და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს.

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებთან და მედპერსონალთან.

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics