04:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 18:28:18, 598 ნახვა

საზოგადოება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალური აღჭურვილობა გადასცა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შვეიცარიის კონფედერაციის დაფინანსებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს COVID-19-ისგან  დამცავი პერსონალური აღჭურვილობა (სახის დამცავი ფარები, პირბადეები, ბიოკომბინიზონები, ასევე, სამედიცინო ხალათები, დამცავი სათვალეები, ბახილები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები) გადასცა.

დახმარება “მიგრაციისა და საზღვრის მართვაში საქართველოს მთავრობის Covid-19 რეაგირების მხარდაჭერის”  პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

აღნიშნულ აღჭურვილობას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics