03:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 16:54:57, 527 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხში ვერ ვთანხმდებით

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პოზიტიური და საქმიანი აღმოჩნდა.

მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ოპოზიციაში შიდა განხილვები დაიწყება.

„ნამდვილად საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, სადაც მოხდა პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე და პატიმრების საკითხებზე. შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დიპლომატებს, რომლებმაც ეს მედიაცია შექმნეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics