03:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 16:39:10, 419 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა არა ხელახალი არჩევნების, არამედ საარჩევნო რეფორმის ხაზით

ხელისუფლებასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა უკეთესობის ნიშნები საარჩევნო რეფორმის ხაზით, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის' ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არა საარჩევნო რეფორმა, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება და ყველაფერი ამას უკავშირდება.

"ბიძინა ივანიშვილის მიზანია, საკუთარი ტყავი გადაირჩინოს, როგორმე ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და მაქსმიალურად სხვა საკითხებზე წამოვა დათმობებზე. თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა და შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics