|
2020-12-07 12:54:00, 422 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მიზნით USAID და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გადადიან
პარტნიორობის ახალ ეტაპზე 2020 წლის 7 დეკემბერი, საქართველო, თბილისი – USAID-სა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ შორის დაიწყო ორწლიანი პარტნიორობის ახალი ეტაპი. ამ პარტნიორობის მიზანია საქართველოს ეკონომიკაში წაახალისოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI). ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს მაღალი ღირებულებისა და მაღალშემოსავლიან საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოს კერძო სექტორს დაეხმარება COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების გადალახვაში. ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში განვითარებული ინოვაციური ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროთ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება. “ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას”- ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. “პარტნიორობა ხელს შეუწყობს USAID-ის ახალი სტრატეგიის განხორციელების დაჩქარებას, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის გაძლიერებას, რათა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობები და განვითარდეს ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს.” “უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის არეალს გლობალურ მასშტაბზე“ - ამბობს აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. USAID-ის ახალი მიდგომა, კერძო სექტორის გაძლიერებისთვის აწარმოე საქართველოსთან პარტნიორობა USAID-ის 2020-2025 წლების განვითარების სტრატეგიის კარგი მაგალითია. ამ სტრატეგიით იხელმძღვანელებს სააგენტო შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის გაძლიერებას. ამ წლების განმავლობაში USAID გაზრდის კერძო სექტორის მხარდაჭერას. კერძოდ, ინოვაციებისა და ინვესტიციების მოზიდვით, ასევე კონკურენტუნარიან ბაზრებთან კავშირების დამყარებით ხელს შეუწყობს საქართველოში არსებულ კომპანიებს მიიღონ მაღალი შემოსავლები და შექმნან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. USAID-ის პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, დაეხმარება მთავრობას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ წაახალისებს ეკონომიკის წამყვანი სექტორების კონკურენტუნარიანობას; დაეხმარება კომპანიებს მაღალი ღირებულების ბაზრებზე გასვლაში, მრავალფეროვანი ინვესტიციების მოზიდვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვასა და შრომითი ბაზრის შესაფერისი სამუშაო ძალის უზრუნველყოფაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)