21:53 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 18:08:01, 633 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - იგივე ცესკოთი მარსზეც არ გავფრინდებით

„იგივე ცესკოთი მარსზეც არ გავფრინდებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეთავაზება არის სამ პუნქტიანი.

„მინდა სიცხადე შევიტანო, ჩვენი შეთავაზებები შედგება რამდენიმე პუნქტისაგან და ეს შემიძლია ღიად ვთქვა, რადგან პირველი ნოემბრიდან ამას ვიძახი : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები.

ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას.

ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სამართლიანად ჩატარდა, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი. ჟვანიას ან იმ კანონმდებლობის პირობებში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ თავის თავზე აქვს მორგებული, ეს ვერ და არ განხორციელდება“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics