02:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 14:41:06, 738 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია - ოპოზიციას მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს

ოპოზიციას მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ პროცესი, როდესაც წყდება პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი, ნერვების ომია.

„ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციას, იმ ადამიანებს, ვისაც პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ასეთი მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს. ამის გაცნობიერება არის უბრალოდ მნიშვნელოვანი. ეს ნერვების ომია, იოლი არ არის, მეც გამომიცდია ჩემს თავზე, ვიცი რომ რთულია მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ საჯარო ინტერესი ყოველთვის პირად ინტერესზე მაღლა უნდა დადგეს. მე არ მინდა, რომ რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics