08:26 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-05 14:04:16, 714 ნახვა

ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო.

„აღნიშნული კამპანიით „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს.

 იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ტოიოტამ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აღნიშნულ პროექტს 2019 წლიდან შეუერთდა და კომპანიამ აქტიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისება და გარემოზე ზრუნვის პროექტის განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაარსდა „ტოიოტას მწვანე გზის კლუბი“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ფიზიკური პირი, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეიძენს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს, გახდება „ტოიოტას მწვანე გზის კლუბის“ წევრი და მიიღებს გამწვანების ბარათს, მის სახელზე კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგებს დარგავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics