02:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 13:19:52, 698 ნახვა

პოლიტიკა
ასლან ბჟანია - საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ამიტომ სამხედრო უსაფრთხოება წინა ფლანგზეა

რუსეთთან კავშირების გაღრმავება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა, რჩება პირველ ამოცანად, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აფხაზეთს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის არაა გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება.

„მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და მიღწეული შედეგი მოწმობს, რომ მსოფლიო არ გამხდარა მეტად ჰუმანური და პირველ ფლანგზე რჩება სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენს შორის არ არის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ. რუსეთთან კავშირების გაღრმავება, პირველ რიგში სამხედრო კუთხით, ასევე ერთიანი თავდაცვითი ტერიტორიის შექმნა, რჩება პირველ ამოცანად“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics