02:36 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 22:42:56, 978 ნახვა

პოლიტიკა
მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ნატო-ს ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რუსეთი იძულებულია მოახდინოს რეაგირება

შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას და რუსეთი იძულებულია ამაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი აფართოებს საქმიანობას შავ ზღვაში და იზიდავს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა საქართველოდ და უკრაინა.

მანვე დასძინა, რომ ნატო ამ ქვეყნებს „ასწავლის“, წვრთნების საშუალებით აქეზებს ამ ქვეყნებს, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთს.

„ნატოს ფლოტები შავი ზღვის მოკავშირეებისა და პარტნიორების პორტებშ, ასევე სადაზვერვო თვითმფრინავების და უპილოტო საჰაერო ხომალდების ფრენები იზრდება რუსეთის საზღვართან. ხდება ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ ტერიტორიაზე შეტევითი შეიარაღების განლაგება, წვრთნების დროს შემუშავებული სცენარების შემუშავება. მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენის დარტყმები, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღის ატრების უფლება“, - აცხადებს მარია ზახაროვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics