08:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:45:32, 760 ნახვა

რეგიონი
ქედის მერი - მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა შედგა

„მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა - ,,მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში - 2020" შედგა“, - ამის შესახებ ქედის მერმა ლევან გორგილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქედის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო და წელს პირველად, დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმატებით განხორციელდა.

„აღსანიშნავია, რომ ქედის მერიის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა თვითმმართველობის საქმიანობაში. სწორედ, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ხელს უწყობს ინკლუზიურ დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.

უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობას მაღალი ჩართულობისთვის! გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას GIZ -ს მხარდაჭერისთვის და მერიის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს, რომელმაც მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, პროგრამის განხორციელება უზრუნველყო!

2021 წელს, აღნიშნული პროგრამა ფართო მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან ეს გახლავთ მოქალაქეთა შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში, თანამოქალაქეებს შესთავაზონ საკუთარი იდეები და კენჭისყრით თავად გადაწყვიტონ, რა პროექტი განხორციელდეს რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში“, - აცხადებს ლევან გორგილაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics