01:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 13:36:19, 627 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ან პარლამენტში შეხვალთ, ან ციხეშიო

„ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ან შეხვალთ პარლამენტში ან შეხვალთ ციხეშიო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების განახლებას.

უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სწორედ ამ წინადადებით მივა.

„ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ტერორი დაიწყო ჩვეულებრივ, რაც ჩვენ ნანახი გვაქვს ძალიან ბევრჯერ ბიძინა ივანიშვილისგან, მაგრამ, როდესაც შარშან გაზაფხულზე ელჩების თანდასწრებით შედგა შეთანხება, რომ ეს საქმეები უნდა შეჩერებულიყო და პოლიტიკური დევნა უნდა შეჩერებულიყო ქვეყნაში, არჩევნებიდან ერთ თვეში აბსოლუტურად ყველა საქმე განახლდა. ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ან შეხვალთ პარლამენტში ან შეხვალთ ციხეშიო. დაახლოებით ეს არის მისი პირობა და დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკების მაგდასთან ეს დაიდება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics