|
2020-12-01 21:38:34, 547 ნახვა
ეკონომიკა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია „GM Pharma“-ში
კორონავირუსის პანდემია ეტაპობრივად გახდა ბიზნეს სექტორის №1 გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიების მენეჯმენტისთვის უდიდეს გამოწვევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული, ფართო სპექტრის საკითხი წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა. უსაფრთხო სამუშაო გარემო გულისხმობს თანამშრომელთა ავადობის რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც COVID-პანდემია, ასევე სეზონური რესპირაციული დაავადებები, მათ შორის - გრიპი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციის ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალებაა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი მინიმუმ 60%-ით შეამციროს მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებულად აუცილებელია გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკი, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მძიმე გართულებები და ამავე დროს ჯანდაცვის სისტემის, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მკვეთრი გადატვირთვა, რაც თავისთავად პაციენტთა სათანადოდ მოვლის დეფიციტსა და სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, კომპანია “GM Pharma”-მ გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო ინიციატივა, იზრუნა თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და მათ შესთავაზა ნებაყოფლობითი, უფასო იმუნიზაცია სამკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც სრულად შეესაბამება 2020-2021 წლების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რეკომენდებულ შემადგენლობას. “GM Pharma”-ს ასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია დადგენილი წესით. “GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. “GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად 10 მილიონ პაციენტზე მეტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოში და საზღვარგარეთ.
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)