01:30 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 10:18:40, 511 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას

ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნახტო-ს ალიანსთან დაახლოების საუკეთესო გზაა რეფორმების განხორციელება.

„ნატოს 2030 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა ნატოს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერება. იგი მოიცავს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც, რადგან საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებით აისახა ავღანეთის მისიაში, რომელშიც წლების განმავლობაში ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი მონაწილეობდა.

ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან შავიზღვისპირეთში. ალიანსი პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსათვის და ახლა ერთად ვაკეთებთ უფრო მეტს საზღვაო სფეროში. მათ შორის, ჩვენ ვწრვთნით სანაპირო დაცვას, ვუზიარებთ საჰაერო გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებზე. ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვაში.

მე არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღის შესახებ, მაგრამ ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე ვთვლი, რომ ალიანსთან დაახლოების საუკეთესო გზაა რეფორმების განხორციელება, მისი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატოს ტრეინინგცენტრს თბილისის მახლობლად ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics