15:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 14:10:11, 705 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, მაია სანდუ, ქვეყნის მოქმედი მთავრობის გადადგომას ითხოვს

მოლდოვის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იონ ჩიკუსთან შეხვედრას ითხოვს, რათა განიხილოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

ამის შესახებ მაია სანდუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობამ უნდა გააგრძლოს შეუფერხებლად მუშაობა, სანამ შესაძლებელი იქნება მისი გადადგომის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

„რას ვფიქრობ იგორ დოდონის მთავრობაზე? არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხმა ხმა მისცა ამ მთავრობას და იმას, თუ როგორ ატარებს იგორ დოდონი მის პოლიტიკას. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. სანამ გადადგება, მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია - წარმოადგინოს და დაამტკიცოს ბიუჯეტი“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთანავე, ახლადარჩეული პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია პარლამენტის დაშლა, რადგან საკანონმდებლო ორგანო არ ატარებს და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს და არ იღებს მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, არც იუსტიციის რეფორმას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics