|
2020-11-30 14:12:21, 507 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულ ვ.ე.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ვ.ე.-მ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. და ლ.ე., რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით, კერძოდ მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის ნოემბრამდე უწევდა შრომით ექსპლუატაციას. არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა. ვ.ე. არასრულწლოვანი შვილებს ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. ვ.ე.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ბ","გ" და „ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)