|
2020-11-30 13:01:57, 685 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაუმჯობესებაში
ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაუმჯობესებაში. მისი თქმით, სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო ჟანგბადის მარაგების გაზრდის პროცესში. „პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეებისა და მარაგების გაზრდის პროცესში. მოგახსენებთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის დროს პრაქტიკულად სამჯერაა გაზრდილი სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინო დაწესებულების მიერ. კერძოდ, 88 ტონას დღეში აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება პანდემიის ეტაპამდე მაჩვენებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას არანაირი დეფიციტი სამედიცინო ჟანგბადის მხრივ. ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთში, ქარხანაში 10 ახალი ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორი. ორი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. 17 დეკემბერს ველოდებით რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და სამი აქედან დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სამი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)