01:29 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 15:17:06, 858 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ში ნორვეგიის ელჩი - მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იპოვონ საერთო ენა, რათა მრავალფეროვანმა პარლამენტმა სათანადოდ იმუშავოს

„მოვუწოდებთ ყველა პარტიას იპოვონ საერთო ენა, რათა მრავალფეროვანმა პარლამენტმა სათანადო დონეზე იმუშაოს“, - ამის შესახებ ეუთოში ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენელმა ენ კირსტი კარსლენმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ნორვეგია საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის გაწეულ ძალისხმევას მიესალმება და მხარს უჭერს ODIHR– ის, „ეუთოს“, „ევროპის საბჭოს“ და „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეების საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს

„ნორვეგია საქართველოს მიერ პანდემიის პირობებში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის გაწეულ ძალისხმევას მიესალმება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ODIHR– ის, ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს და და ველოდებით ეუთო / ODIHR– ის საბოლოო მოხსენებას.

ჩვენ ვწუხვართ ოპოზიციური პარტიების არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობის და მათ მიერ პარლამენტის ბოიკოტის გამოცხადების გამო.

საქართველოს სჭირდება მოქმედი პარლამენტი და, რაც მთავარია, მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია.

 ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას პანდემიის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იპოვონ საერთო ენა და მისცენ საშუალება ახალ და უფრო მრავალფეროვან პარლამენტს შეასრულოს სათანადო როლი საქართველოს დემოკრატიაში.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი საარჩევნო პროცესის ხარვეზების მოგვარება უნდა მოხდეს, ხოლო პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად უნდა გამოიკვლიონ ყველა ბრალდება მიუკერძოებლად და  დროულად გადაწყვიტონ ისინი კანონის შესაბამისად. გამოვლენილი ხარვეზები ცხადყოფს, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციისათვის.

ნორვეგიას საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს და მხარს უჭერს მის დემოკრატიულ/ევროპულ გზას“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ  განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics