15:52 - 04 May, 2026
|
2020-11-29 14:50:21, 984 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში გამართული აქციების შედეგად 62 პოლიციელი დაშავდა, 23-ის მდგომარეობა კი მძიმეა
საფრანგეთში გამართული აქციების შედეგად 62 პოლიციელი დაშავდა და 23 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას BFM TV-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ფრანგი აქტივისტები „გლობალური უსაფრთხოების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აღნიშნული ახალი კანონი ინტერნეტსივრცესა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს, ამ კვირაში აქციაში მონაწილეობას 50 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა და აქედან სამართალდამცავებმა 81 დემონსტრანტი დააკავეს. მანიფესტაციის დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)