03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 09:31:31, 505 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაში მონაწილეობს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება, მინისტრი გამართავს 50-მდე ორმხრივ შეხვედრას კოლეგა მინისტრებთან და გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მდგრადი განვითარების სამიტის გახსნის ცერემონიას, სადაც დელეგატებს სიტყვით რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა.

მინისტრი, საქარათველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე დაესწრება გაერო-ს გენერალური ასაბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, აგრეთვე ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მინისტრი ასევე დაესწრება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ღონისძიებას - the foreign policy dimension for climate change.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics