|
2020-11-27 15:20:53, 552 ნახვა
ეკონომიკა
სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები ითხოვენ, რომ მუშაობის საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ
სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები მოითხოვენ, რომ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მუშაობის საშუალება მიეცეთ. თბილისი ცენტრალის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მათ სექტორზე წნეხს შეამცირებს. „ყოველი დღე არის დაახლოებით 10 მილიონის ზარალი. ინფორმაციულად გეტყვით კიდეც, რომ ჩვენს მიერ დასაქმებულია 17 000 ადამიანი, რომელიც ჩვენთან არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში სამუშაოს გარეშე რჩება და ახალ წელს საკმაოდ რთულ ვითარებაში შეხვდება. ყველაფერ აქედან გამომდინარე გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ხელისუფლებასთან იყო შეხვედრები, თუმცა სრული "ლოქდაუნის" წინაშე აღმოვჩნდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ის პრობლემა რაც არსებობს, თუმცა აუცილებელია რომ სექტორს ჰქონდეს მუშაობის საშუალება და ჩვენი შეთავაზება ფორმალურად მივაწოდეთ კიდეც ხელისუფლებას წერილობით სახით. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დეკემბრის თვის განმავლობაში15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებით ერთი კვირა, რაც მომგებიანი იქნება ყველასთვის, შეამცირებს წნეხს სავაჭრო ცენტრებზე. ასევე, ვითხოვთ რომ 24 დან მოიხსნას გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომ მომხმარებელმა შეძლოს სავაჭრო ცენტრში მისვლა“, - განაცხადა თბილისი ცენტრალის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)