03:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 16:30:17, 526 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვის შემთხვევაში, 4 მილიონ ნახევარი დაიზოგება

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, თუ 800-მდე მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა შეიზღუდება, ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარი ლარი დაიზოგება.

ამის შესახებ მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მის მიერ ინიცირებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ.

დეპუტატის შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს კარგი მუშაობის გამო პრემიის მოლოდინი არ უნდა ქონდეთ.

„ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, ვინც ქვეყანაზე და მომავალზე ფიქრობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კარგი მუშაობის გამო, არ შეიძლება პრემიის მოლოდინი ქონდეთ. ისინი ხალხმა აირჩია და ვალდებულები არიან კარგად იმუშაონ. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ქვეყანაში ჩვენ გვყავს საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირები, რომელთა ბეჯით მუშაობაზე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი საჯარო სამსახურის გამართული მუშაობა. რა თქმა უნდა ინიციატივა შეეხო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს და არც ერთ საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, პრემიების შეზრუდვის შესახებ პროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში 4 მილიონ ნახევარი დაიზოგება, მთავრობას კი, კანონით უფლება აქვს ეს თანხა უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოიყენოს. ქუცნაშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას, ცალკე მუხლად გაიარონ პრემიების და დანამატების მუხლი.

„შესაბამისად, თუ პრემიების მუხლში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აღარ შევიყვანთ, თავისთავად შეზღუდვის აუცილებლობა სამართლებრივად ისპობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics