11:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 23:22:48, 626 ნახვა

კომენტარი
რატიანი- ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს, მკურნალობა წავა არჩევითად

„ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს, მკურნალობა წავა არჩევითად“, - ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეამინაციას აღარ აქვს საშუალება მიიღოს პაციენტები.

„კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა.

ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს," - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ანტონი განმარტავს სინოდის სხდომაზე სამი მიტროპოლიტის საპატრიარქო კანდიდატად არჩევის წესს
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ტუაფსეს მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს, რადგან ბენზოლისა და ქსილენის დონე დასაშვებ ზღვარს აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics