03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 16:24:39, 412 ნახვა

პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიებთან დაკავშირებით ქუცნაშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა ქუცნაშვილის კანონპროექტს კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა და აღნიშნა, რომ ელფასებთან დაკავშირებული პრობლემები მოსაგვარებელია, თუმცა, ფრაგმენტული ცვლილებებით ეს ვერ მიიღწევა.

ქუცნაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს. რაც შეეხებათ,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს, პროექტის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოდან პრემიის მიღების უფლება შეეზღუდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრს; სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავჯდომარეებს და მოადგილეებს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; მოსამართლეს; საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics