00:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 13:41:09, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 3 128 შემთხვევა უქმეებზე ტესტირების დაბალ რაოდენობას უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შედარებით მცირე, 3 128 ახალი შემთხვევა უქმეებზე ჩატარებული ტესტირების დაბალ რაოდენობას უკავშირდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების რაოდენობა კვლავ მზარდია და შემთხვევათა მატება ისევ გაგრძელდება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შევედით პიკში. უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა. გუშინ და გუშინწინ ჩვენ ტესტირების რაოდენობა „პისიარის“ და ანტიგენის ერთად აღებული 7-დან 8 ათასის ფარგლებში გვქონდა. კვირის სხვა დღეებში, ერთად აღებული გვაქვს 12-13 ათასის ფარგლებში. ამიტომ, ეს რაოდენობა, 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატება არის და მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics