03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 16:00:33, 334 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანის შეფასებით, ქუცნაშვილის ინიციატივა პრემიებთან დაკავშირებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილია

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.

როგორც კახიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები მოსაგვარებელია, თუმცა, ფრაგმენტული ცვლილებებით ეს ვერ მიიღწევა.

 „ისიც კარგად გვესმის, რომ ფრაგმენტული ცვლილებებით ამის მიღწევა არის შეუძლებელი. რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ხელფასებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასაც ეხება. იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ პარალელურად რეფორმას ვატარებთ, ვფიქრობ, კონტექსტიდანაც ამოვარდნილია აღნიშნული ინიციატივა“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

 ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს  2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს.

კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24  ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს –  საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics