10:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 13:02:14, 525 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდას და კონკრეტულ დღეებში სავაჭრო ცენტრების დახურვას განიხილავს

მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდას და კონკრეტულ დღეებში სავაჭრო ცენტრების დახურვას განიხილავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თვეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებისგან ვიცით, ყველაზე აქტიური და ქმედით ზომა არის მობილობის შემცირება, სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან ან მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობას ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics