23:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 10:38:15, 683 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტზე - ეს კინო ნანახი გვაქვს

„როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ბოიკოტს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი ის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ და რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ. აქტივობა უფრო დაბალია ვიდრე იყო პირველი ტურის დროს, აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს. არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. 2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება, 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, ამიტომ იკავებენ თავს მეორე ტურში მონაწილეობისგან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics